Pfizer: მესამე დოზით აცრა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტისგან დაცვას 100-ჯერ ზრდის

კომპანია Pfizer-ის წარმომადგენელთა განცხადებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრა დელტა ვარიანტისგან დაცვას 100-ჯერ ზრდის.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვაქცინის მესამე დოზა დელტა ვარიანტის გამანეიტრალებელ ტიტრებს მნიშვნელოვნად აძლიერებს.

გარდა ამისა, ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების შემდეგ, 18-დან 55 წლამდე ასაკის ადამიანებში ანტისხეულების რაოდენობა 5-ჯერ იზრდება, ხოლო 65-დან 85 წლამდე ასაკის ადამიანებში კი 11-ჯერ.

აშშ-ში, რომელიც ინფიცირების და მსხვერპლის რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ინფიცირების ახალი შემთხვევების 83% სწორედ დელტა ვარიანტზე მოდის.

კომენტარები
იტვირთება...