Pfizer-მა, უკრაინაში კორონავირუსის ვაქცინის რეგისტრაციისთვის დოკუმენტები წარადგინა

ამერიკულმა კომპანია Pfizer-მა შეიტანა დოკუმენტები უკრაინაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის რეგისტრაციის შესახებ, – ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მაქსიმ სტეპანოვმა ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო საექსპერტო ცენტრმა შეიტანა განცხადება AstraZeneca-ს მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის რეგისტრაციაზე.

მანამდე რადამ დაამტკიცა კანონი ვაქცინების გამარტივებული რეგისტრაციის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს წამლის გამოყენების რეგისტრაციის შესაძლებლობას, წინასწარი კლინიკური გამოკვლევების წარმატებით ჩატარების და კლინიკური კვლევების ორგანიზების დადასტურებული მონაცემების საფუძველზე, შესაბამისი ორგანოების ნებართვით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...