პეტრო პოროშენკომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა

უკრაინის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავის გამოსვლაში არჩევნების მეორე ტურში დამარცხება აღიარა.

მისი თქმით, ეგზიტპოლების შედეგები აშკარაა.

პეტრო პოროშენკოს განმარტებით, ის თავის მოწინააღმდეგეს ვლადიმირ ზელენსკის დაურეკავს და არჩევნებში გამარჯვებას მიულოცავს.

პირველი ოფიციალური ეგზიტპოლის თანახმად, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში შოუმენმა და მსახიობმა, ვლადიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა. მან ხმათა 73,7% დააგროვა, ხოლო პეტრო პოროშენკომ ამომრჩეველთა ხმების 26.3%.

დღეს, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი დაუპირისპირდნენ.

უკრაინის მოქალაქეებმა საკუთარი არჩევანი ადგილობრივი დროით, დილის 08:00 საათიდან 20:00 საათამდე დააფიქსირეს.

პირველი ტურის შედეგების მიხედვით, პეტრო პოროშენკომ ხმათა 15.95% მოიპოვა, შოუმენმა ვლადიმირ ზელენსკიმ – 30% -ზე მეტი.

20 აპრილს, კიევის სააპელაციო სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის ვლადიმირ ზელენსკის არჩევნებიდან მოხსნის სარჩელის განიხილა და მოსარჩელე მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

19 აპრილს, უკრანის პრეზიდენტობის კანდიდატებს პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის კიევის სტადიონზე დებატები გაიმართა, რომელიც ყველა წამყვან არხზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...