პეტრო პოროშენკომ უკრაინის NATO-სთან თანამშრომლობაზე დოკუმენტს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას "უკრაინა – ნატო-ს 2017 კომისიის ეგიდით ყოველწლიური ეროვნული პროგრამის დამტკიცების შესახებ“,-ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

"პროგრამა 2017 არსებითად განახლებული და გაუმჯობესებულია“,-ნათქვამია განცხადებაში. მათი ინფორმაციით, პროგრამა უკრაინასა და ნატო-ს შორის შემდგომი პოლიტიკური დიალოგის განვითარებას და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან პრაქტიკული თანამშრომლობის გაგრძელებას ითვალისწინებს.

დოკუმენტი ასევე ექსპერტების, ფინანსური, მატერიალური და ტექნიკური შესაძლებლობების ერთეულის ჩართვას და ალიანსის წევრი ქვეყნების " თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას“ ითვალისწინებს.

როგორც განკარგულების ტექსტშია აღნიშნული, პროგრამა სახელმწიფოს ფუნქციონირების ყველა მნიშველოვან სფეროში რეფორმებს ითვალისწინებს.

ეს ეხება უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროს, ძირითად სოციალურ-პოლიტიკურ და სამართლებრივი რეფორმებს, კორუფციასთან ბრძოლასა და დეცენტრალიზაციას. აღნიშნული რეფორმების მიზანი, უკრაინის ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...