პეტრო პოროშენკომ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი, პეტრო პოროშენკო საარჩევნო უბანზე მივიდა და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ინფორმაციას ტეელარხი “112 უკრაინა” ავრცელებს.

როგორც ადგლობრივი მედია იუწყება, პეტრო პოროშენკო კიევში ოფიცერთა ცენტრალურ სახლში მივიდა.

სახელმწიფოს მეთაურმა საარჩევნო ყუთში ბიულეტენი შვილიშვილს ჩააგდებინა.

დღეს, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაიწყო. ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი დაუპირისპირდებიან. უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი არჩევანი ადგილობრივი დროით, დილის 08:00 საათიდან 20:00 საათამდე დააფიქსირონ, სწორედ ამ დრომდე იმუშავებს საარჩევნო უბნები.

პირველი ტურის შედეგების მიხედვით, პოროშენკომ ხმათა 15.95% მოიპოვა, შოუმენმა ვლადიმირ ზელენსკიმ – 30% -ზე მეტი.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...