პეტრო პოროშენკო: უკრაინის ევროპული მომავლის გასაღები განათლების ხარისხის გაუმჯობესებაშია

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ქვეყნისთვის ევროპის მომავლის გასაღები განათლების ხარისხის გაუმჯობესებაშია,-ამის შესახებ „ინტერფაქს-უკრაინა“ იუწყება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ მომავლის გასაღები არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლაა, ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკის, სამართლებრივი და პოლიტიკური სისტემის რეფორმირება, ეს არის განახლებული და მაღალი ხარისხის განათლება ", – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინას ისეთი განათლების სისტემა უნდა ჰქონდეს, რომელიც მოქალაქეებს ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში შესვლის საშუალებას მისცემს.
პოროშენკოს განმარტებით, ქვეყანაში განათლების შესახებ კანონის ამოქმედება იწყება, რომელსაც მან ხელი 2017 წელს მოაწერა. უკრაინის ლიდერის თქმით, არა მხოლოდ ამ სფეროს, არამედ უკრაინის მომავლის ბედიც, მისი განხორციელებაზეა დამოკიდებული. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აუცილებელია იმის გაგება, რომ კანონის განხორციელებისთვის ბევრი მუშაობაა საჭირო.
პოროშენკომ ასევე განაცხადა, რომ დაწყებითი სკოლის პედაგოგების უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით, ბიუჯეტი 370 მლნ გრივნაა (13.4 მილიონი დოლარი). ასევე, უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უცხო ენის მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად