პეტრო პოროშენკო: ტომოსი ჩვენი სულიერი დამოუკიდებლობის სიმბოლოდ იქცა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ვინიცის ოლქში ჩავიდა, რათა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსის მიღების თაობაზე წირვა-ლოცვას დაესწროს. ამის შესახებ პოროშენკომ მიკრობლოგ Twitter- ზე დაწერა.

“დღეს, ვინიცის ოლქში, მორწმუნეებთან ერთად უკრაინის ეკლესიის ერთობის, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ვლოცულობთ,  ყველა შეძლებს იხილოს ეს ისტორიული დოკუმენტი, რომელიც ჩვენი სულიერი დამოუკიდებლობის სიმბოლოდ და გამოხატულებად იქცა”, – წერს პოროშენკო.

პეტრო პოროშენკოს გარდა, ლიტურგიას ასევე უკრაინის პრემიერმინისტრი ვლადიმერ გროისმანი დაესწრო.

როგორც ცნობილია, 9 იანვარს, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს სინოდის წევრებმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსს ხელი მოაწერეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად