პეტრო პოროშენკო: რუსეთს არაფერი აწუხებს ისე, როგორც უკრაინის ერთიანობა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ფიქრობს, რომ რუსეთი ქვეყნის ერთიანობისა და ოფიციალური კიევის მიერ მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ იბრძვის. ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნულის შესახებ Facebook-ის გვერდზე დაწერა.

”რუსეთს არაფერი აწუხებს იმდენად, რამდენადაც ჩვენი ერთიანობა და მიღებული გადაწყვეტილება. უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სისტემებში სრული ინტეგრაცია რუსეთის ფედერაციისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა ”,- განაცხადა უკრაინის ყოფილმა ხელმძღვანელმა.
მანამდე, უკრაინული წარმოშობის ამერიკელმა მილიარდერმა სემ კისლინმა უკრაინულ გამოცემა Страна.ua-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტობის პერიოდში (2014 წლიდან 2019 წლამდე) პეტრო პოროშენკომ ქვეყნიდან მინიმუმ 8 მილიარდი დოლარი გაიტანა.

კისლინმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ჩასვლისთანავე (პოროშენკოს ხელმძღვანელობით, მილიარდერს ქვეყანაში დაბრუნება მას შემდეგ აეკრძალა, რაც მან ექს-პრეზიდენტი სავარაუდო კორუფციულ სქემებში დაადანაშაულა) იგი ქვეყნის ახალ პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრას და სახელმწიფოს ყოფილ მეთაურთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარს გეგმავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...