პეტრო პოროშენკო: ყველაფერი კარგად იქნება

უკრაინის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ შტაბში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იმედოვნებს, უკრაინაში ყველაფერი კარგად იქნება.

“ოპტიმისტი ვარ და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.  უკრაინა იქნება წარმატებული, დიდებული, ევროპული ქვეყანა, ეს არის ხელისუფლებისა და ოპოზიციის ამოცანა. საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ”, – განაცხადა პოროშენკომ.

მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამარცხების შემდეგ ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკის დატოვებას არ გეგმავს.

“ძვირფასო უკრაინელებო, მომდევნო თვიდან პრეზიდენტის თანამდებობას დავტოვებ… ასე გადაწყვიტა უკრაინელმა ხალხმა”, – განაცხადა პოროშენკომ.

მან ასევე თავის მხარდამჭერებს მოუწოდა, არასდროს დანებდნენ. უკრაინის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ პოლიტიკაში დარჩება.

“ჩვენი გუნდი უკრაინელებს დაიცავს”, – განაცხადა პოროშენკომ და საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა.

მისი თქმით, ეგზიტპოლების შედეგები აშკარაა.

პეტრო პოროშენკოს განმარტებით, ის თავის მოწინააღმდეგეს ვლადიმირ ზელენსკის დაურეკავს და არჩევნებში გამარჯვებას მიულოცავს.

პირველი ოფიციალური ეგზიტპოლის თანახმად, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში შოუმენმა და მსახიობმა, ვლადიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა. მან ხმათა 73,7% დააგროვა, ხოლო პეტრო პოროშენკომ ამომრჩეველთა ხმების 26.3%.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...