პეტრო პოროშენკო: მიყვარს უკრაინა და უკრაინელი ხალხი

“თუკი ყველასიცრუეს დავიჯერებდი, რასაც ჩემს შესახებ ჰყვებოდნენ, საკუთარ თავს ხმას არც მე მივცემდი”,-ამის შესახებ უკრაინის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ეგზიტპოლების წინასწარი შედეგების კომენტირებისას განაცხადა.

“მიყვარს უკრაინა, მიყვარს ჩემი მშობლიური უკრაინელი ხალხი და ამას ვგრძნობდი მთელი ჩემი პრეზიდენტობის მანძილზე. ამ წლების განმავლობაში უამრავი საშინელი სიცრუე შევიტყვე. თუკი ყველა სიცრუეს დავიჯერებდი, რასაც ჩემს შესახებ ჰყვებოდნენ, საკუთარ თავს ხმას არც მე მივცემდი “, – განაცხადა პოროშენკომ.

უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ  “ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს”.

მან ასევე თავის მხარდამჭერებს მოუწოდა, არასდროს დანებდნენ. უკრაინის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ პოლიტიკაში დარჩება.

“ჩვენი გუნდი უკრაინელებს დაიცავს”, – განაცხადა პოროშენკომ და საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა.

მისი თქმით, ეგზიტპოლების შედეგები აშკარაა.

პეტრო პოროშენკოს განმარტებით, ის თავის მოწინააღმდეგეს ვლადიმირ ზელენსკის დაურეკავს და არჩევნებში გამარჯვებას მიულოცავს.

პირველი ოფიციალური ეგზიტპოლის თანახმად, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში შოუმენმა და მსახიობმა, ვლადიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა. მან ხმათა 73,7% დააგროვა, ხოლო პეტრო პოროშენკომ ამომრჩეველთა ხმების 26.3%.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...