პეტრო პოროშენკო: “ღმერთმა მაპატიოს, მაგრამ მეორე ლოყას არ მივუშვერთ!”

"უკრაინას უკვე გაარტყეს ერთ ლოყაში და მეორე ლოყას აღარ მიუშვერს, ღმერთმა მაპატიოს…",-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გენერალურ შტაბში, ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების დროს განაცხადა.

როგორც პოროშენკომ აღნიშნა, უკრაინა მომავალში "პროვოკაციებს არ მოითმენს".

"შეთანხმებები უნდა შესრულდეს, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ასეც მოხდება. იმედს ვიტოვებთ, რომ ამას მოწინააღმდეგეები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან",-განაცხადა პოროშენკომ.

ამასთან, როგორც პოროშენკომ აღნიშნა, ბოევიკების მიერ ბოლო პერიოდში დებალცევოში განხორციელებულმა ქმედებებმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნან სამშვიდობო შეთანხმებას.

"ყველა სექტორზე, დებალცევოში, ჩვენ მოვიწვიეთ ეუთოს მონიტორინგის მისია, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას უნდა დააკვირდეს, დაუყოვნებლივ უნდა გაემართონ დებალცევოსკენ და დარწმუნდნენ, რომ გზა გახსნილია და ორივე მხარისგან ცეცხლის შეწყვეტა გააკონტროლონ",-განაცხადა პოროშენკომ.

შეგახსენებთ, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და მძიმე ტექნიკის აღმოსავლეთ რეგიონებიდან გაყვანის შესახებ მინსკში, სამმხრივ შეთანხმებებზე იქნა მიღწეული.

კომენტარები
იტვირთება...