პეტრო პოროშენკო: ევროპულ პროექტებს, რომელშიც რუსეთი მონაწილეობს,მხარს არ დავუჭერთ

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, კიევი ხელს არ შეუწყობს ევროპულ პროექტებს, რომელშიც რუსეთი მონაწილეობს. ამის შესახებ პოლოშენკომ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა,-ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელდა.

"ჩვენ მხარს არ ვუჭერთ ევროპულ პროექტებს, რომელშიც რუსეთი მონაწილეობს, განსაკუთრებით კი მათ, რომელიც ჩვენ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის", – განაცხადა პოროშენკომ.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის აშენების საფუძველს ვერ ხედავს. პეტრო პოროშენკომ გაზსადენის მშენებლობას „პოლიტიკური პროექტი“ უწოდა. 

დღესვე, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ბრიუსელში ნატო-ს სამიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ნატო-ს წევრობის სურვილი უკრაინელი ხალხის სუვერენული არჩევანია.

"ძალიან მნიშვნელოვანია, სამიტის დეკლარაციაში ხელახლა დადასტურდა, რომ ნატო-ს კარი ღიაა უკრანისა და საქართველოსთვის. ჩვენ ერთგული ვრჩებით ქვეყნის მოდერნიზების მიმართ ეკონომიკური, პოლიტიკური, ინსტიტუციური კუთხით და ეს არის ჩვენი საუკეთესო პასუხი რუსეთის აგრესიის და პროპაგანდის მიმართ. ჩვენ არავისგან ვითხოვთ ნებართვას, გავხდეთ თუ არა ნატო-ს წევრი. ეს უკრაინელი ხალხის სუვერენული არჩევანია",-განაცხადა პოროშენკომ.  

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად