პეტრიაშვილი ბოკერიას: ამ მოედანზე არ უნდა შემოსულიყავი… წარმატებას ვერ გისურვებ

“გვექნება ახლა ფინალი კვირას და კი, საკმაოდ ბევრი მსურველია”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა მის კამპანიასთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ – “უყურე ევროპის ჩემპიონატის ფინალს გიგა ბოკერიასთან” ერთად.

ბუკა პეტრიაშვილის კითხვაზე, ევროპის ჩემპიონატის ფინალს უნდა უყურონ თუ კოპა ამერიკის? ბოკერია ასე პასუხობს:

“კოპას მე უნდა ვუყურო და იქ რომ გავიმარჯვებთ ჩვენ… მე ხომ იმ თაობის წარმომადგენელი ვარ…” – თქვა ბოკერიამ, რომელიც არგენტინის გულშემატკივარია. ბრაზილიის ქომაგმა ბუკა პეტრიაშვილმა კი სიტყვა გააწყვეტინა და უთხრა: “ამ მოედანზე არ უნდა შემოსულიყავი”.

ბოკერია კი განაგრძობს:

მე და თქვენ ისეთი თაობის წარმომადგენლები ვართ, ისეთის რომელიც იმედია, რომ აღარასოდეს დაბრუნდება. ჩვენ არ გვყავდა ჩვენი ეროვნული ნაკრები, რაც პათოლოგია იყო და მერე ვირჩევდით, სხვა ნაკრებს.

ახლა საბედნიეროდ ჩვენი ნაკრები გვყავს და ორი ვარსკვლავი გვყავს ისეთი – ჩაკვეტაძე და კვარაცხელია. სხვებიც კარგები არიან და იმედით ვართ. მაგრამ ის ძველი ინერცია არსებობს და არგენტინა იყო ის გუნდი, რომელსაც ვგულშემატკივრობ და მსოფლიო ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია მესი”, – აღნიშნა ბოკერიამ.

ბუკა პეტრიაშვილმა კი უთხრა: “ეს ის შემთხვევაა, როდესაც წარმატებას ვერ გისურვებთ. ბრაზილია იყო და იქნება ის გუნდი, რომელსაც ვგულშემატკივრობ”.

საპასუხოდ ბოკერია პასუხობს, რომ წარმატებას ვერც ის უსურვებს.

კომენტარები
იტვირთება...