პეტრე ზამბახიძე: უმაღლეს საბჭოს, როგორც არცერთ ადამიანს აჭარაში, არაფერს ეკითხებიან

პრეზიდენტის მიერ აჭარაში სახელმწიფო რწმუნებული დანიშვნას, უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია, „საქართველოს მთავრობის მიერ პრეზიდენტისთვის თავსმოხვეულ“ გადაწყვეტილებად აფასებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, პეტრე ზამბახიძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილსა და ფრაქციების წარმომადგენლებს შორის დღეს გამართული კონსულტაციები, პოლიტიკური ფარსის ხასიათს ატარებდა.

„ძალიან ბევრი დარღვევა და შეცდომა გამოვლინდა დილიდანვე. არავინ, მათ შორის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა და მოსახლეობამ, არ იცოდა არაფერი, დღეს არსებული ვითარების შესახებ. როგორც ჩანს, კონსულტაციებამდე, უკვე დანიშნულა რწმუნებულად აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი და უმაღლეს საბჭოს, როგორც არცერთ ადამიანს აჭარაში, არაფერს ეკითხებიან. ეს გაკეთდა ერთი მარტივი მიზეზისთვის, იმისთვის, რომ რაიმე საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ხმების მიღება-არმიღებას ვგულისხმობ, რწმუნებულმა შეასრულოს უფლებამოსილება. საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა და თავს მოახვია პატარაძის კანდიდატურა საქაზრთველოს პრეზიდენტს, უმაღლეს საბჭოს. ეს არის აბსოლუტურად უგუნური გადაწყვეტილება,“-აცხადებს პეტრე ზამბახიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად