პეტრე ცისკარიშვილი: ვაშაძემ საკუთარ პარტიას მიხედოს, „ენმ“ და მიშა სააკაშვილი თვითონ გადაწყვეტს, წავა თუ დარჩება პოლიტიკაში

“გიორგი ვაშაძემ საკუთარ პარტიას მიხედოს, ხოლო ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ და მიშა სააკაშვილი თვითონ გადაწყვეტს, წავა თუ დარჩება ქართულ პოლიტიკაში”.

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში გიორგი ვაშაძის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა და განმარტა, რომ სააკაშვილი არსად წასვლას არ გეგმავს და არც უნდა წავიდეს.

„გასაგებია გიორგი ვაშაძის სურვილი, რომ ჩვენ არა 30-35% -იანი, არამედ მასავით 3% -იანი პარტია გავხდეთ და მიშა ჩვენთან ერთად არ იყოს, მაგრამ როგორც სააკაშვილი იტყოდა, ნურას უკაცრავად! ასეთი რაღაცები არ გამოვა, არავინ წასვლას არ გეგმავს.

არასწორია ერთ სიბრტყეში დაყენება ბიძინა ივანიშვილის, რომელიც ქვეყნის არაფორომალური მმართველია, ქვეყანა გააჩანაგა და გააღატაკა და მიხეილ სააკაშვილის, რომელიც მერვე წელია არის დევნილი ოპოზიციონერი ლიდერი და თავის პარტიას არჩევნებიდან არჩევნებამდე ეხმარება. სად უნდა წავიდეს?!“ – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

შეგახსენებთ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ თუკი მიხეილ სააკაშვილიც განცხადებას გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა, ძალიან კარგი იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად