მეუფე პეტრე: ვისურვებდი, პრემიერი უფრო წინდახედული ყოფილიყო, რომ თავის ნათქვამის არ შერცხვეს

მიმაჩნია, რომ პრემიერს უფრო ღირსეული შეფასება უნდა გაეკეთებინა ამ მოვლენისათვის, – ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ (ცაავა) ჟურნალისტებს ჭყონდიდის ეპარქიაში განუცხადა.

როგორც მეუფე პეტრემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის განცხადება იყო 2020 წლის არჩევნებისთვის გათვლილი.

„ამ პოზიციით წინასაარჩევნო განცხადება გააკეთა პრემიერმა. ვისურვებდი, რომ რაღაც უფრო წინდახედული ყოფილიყო, გავიდეს დრო და აღარ შერცხვეს თავის ნათქვამის, ისევე, როგორც შერცხვათ მის წინამორბედ პრემიერებს, როდესაც ამბობდნენ, რომ სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა ციანიდის საქმით და დღემდე შერცხვენილები არიან“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ სახელმწიფოსთან მიმართებაში რევოლუციური სცენარი იგეგმებოდა. „როგორც ჩანს, დღეს გადაწყვიტეს, დესტრუქციული ქმედებებით ეკლესიაში შეიტანონ გაურკვევლობა“, – აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად