პეტრე იბერის ქუჩაზე სკვერი განახლდა

საბურთალოს რაიონში, პეტრე იბერის N4-ის ეზოში არსებული სკვერი განახლდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 1 700 კვ. მ ფართობზე შესრულდა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, მოეწყო ორი საბავშვო ზონა და კაუჩუკის რბილ საფარზე სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, განთავსდა საჩრდილობელი, საბაღე სკამები და ურნები.

სკვერში გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგო და ტერიტორიის ნაწილი ღობით შემოისაზღვრა.

დასრულებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.

„დასასვენებელი სივრცეების მოწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ ეზოში ძალიან ბევრი ოჯახი ცხოვრობს და სწორედ ამიტომ, სკვერის კეთილმოწყობა გადავწყვიტეთ. ტერიტორიაზე უკვე ყველა პირობაა შექმნილი ბავშვების გართობისა და დასვენებისთვის“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სკვერის რეაბილიტაცია კომპანია „ტაომ“ განახორციელა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 106 068 ლარი გამოიყო.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად