პეტრ პოროშენკო COVID19-ით დაინფიცირდა

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა (2014-2019), ევროპული სოლიდარობის პარტიის ლიდერმა, პეტრ პოროშენკომ განაცხადა, რომ იგი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ იგი თავის Facebook-ზე წერს.

“ძალიან ვწუხვარ, რომ რეგიონებში მოგზაურობას ვეღარ შევძლებ. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მე შეჩვეული ვიყავი ავადმყოფობის ფეხზე დგომით გადატანას. მაგრამ ეს მზაკვრული დაავადებაა… ამიტომ, დღეს მკურნალობას სახლში ვიწყებ. სწრაფი გამოჯანმრთელების იმედი მაქვს და ყველა უკრაინელს ვურჩევ, რომ იზრუნონ საკუთარ თავებზე”, – წერს პოროშენკო.

უკრაინაში, გასული 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების 3 627 შემთხვევა, 69 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის დასტურია ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების მონიტორინგის სისტემის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად