პეტერბურგში 69 წლის ქალმა შვილის ცხედარი ბუჩქებში დატოვა

პეტერბურგში 69 წლის ქალმა 49 წლის ქალიშვილის ცხედარი სახლიდან ქუჩაში გაიტანა და ბუჩქებში დატოვა.

ზეწარში გახვეული ცხედარი 18 ივლისს, დილით, მენშიკოვის პროსპექტზე მდებარე შენობასთან ახლოს, გამვლელებმა შენიშნეს და პოლიცია გამოიძახეს.
პოლიციამ სწრაფად დაადგინა, რომ გარდაცვლილი მეზობლად მდებარე პროსპექტზე მცხოვრები, ადრე ნარკოტიკების და ქურდობის გამო იყო ნასამართლევი. ცხედარს ძალადობის კვალი არ ემჩნეოდა. სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გადახედვისას ნახეს, რომ ერთ-ერთი ვიდეოთვალზე დაფიქსირებული იყო 18 ივლისსს ღამის 01 საათსა და 44 წუთზე ლიფტიდან ქალის გამოსვლა, რომელიც ზეწარში გახვეულ გვამს მიათრევდა. სახლიდან ბუჩქებამდე გვამის თრევის კვალიც ჯერ კიდევ კარგად ჩანდა.

პოლიცია ვიდეოთვალით დაფიქსირებულ ქალთან მივიდა სახლში. მან მაშინვე აღიარა, რომ გაიტანა სახლიდან თავისი ქალიშვილის ცხედარი და ბუჩქებში დატოვა. მისი თქმით, ქალიშვილი ლოგინში, გარდაცვლილი, იმ დროს ნახა, როდესაც გვამი უკვე გაშავებას იწყებდა. სამი დღე მას არ შეხებია, შემდეგ კი, როდესაც ოთახში გვამის სუნის გამო სუნთქვა უკვე შეუზლებელი გახდა, ზეწარში გაახვია გვამი, თოკებით შეკრა და ქუჩაში გაათრია.

თავისი საქციელი ქალმა იმით ახსნა, რომ არ აქვს დასაფლავებისთვის საჭირო ფული, ცხოვრობს პენსიაზე, 6000 მანეთზე, მეორე ქალიშვილი ეხმარება, მაგრამ მაინც არ ჰყოფნის და სპეციალურად მოიქცა ასე, მეორე დღეს მასთან რომ მისულიყვნენ მდგომარეობაში გასარკვევად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად