პეტერბურგის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მეორე დღეა, რაც იწვის

პეტერბურგში იწვის მე-19 საუკუნეში აშენებული ბიზნესცენტრის “ნევის მანუფაქტურის” შენობა. დაიღუპა ერთი მეხანძრე, კიდევ ორი ​​მძიმე მდგომარეობაშია. დააკავეს “ნევის მანუფაქტურის” გენერალური დირექტორი და მისი მოადგილე.

ხანძრის ადგილზე 500 კვადრატული მეტრის ფართობზე ნანგრევებ იშლება, განაცხადა სამშაბათს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურმა. შენობა უკვე მეორე დღეა, რაც იწვის.

ხანძრის დონე მეხუთედან ჩამოვიდა მესამეზე, მიმდინარეობს მუშაობა დემონტაჟზე და ხანძრის კერების აღმოფხვრაზე.

“შენობის ჩონჩხიღაა დარჩენილი, პერსონალისთვის ძალზე საშიშია შიგნით შესვლა, ჩვენ გარეთ ვმუშაობთ”, – თქვა საგანგებო სიტუაციების მინისტრის პეტერბურგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანდრეი ლიტოვკამ.

ორშაბათს, დაახლოებით შუადღისას, სანქტ-პეტერბურგში “ნევის მანუფაქტურის” შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარმა სწრაფად დაიწყო გავრცელება, 10 ათასი კვადრატული მეტრის ფართობი მოიცვა. მალე ჩამოინგრა შიდა ჭერი, შემდეგ კი სახურავი.

ჩაქრობის დროს სახანძრო სამსახურის მეთაური გარდაიცვალა, კიდევ ორი ​​მეხანძრე საავადმყოფოში გადაიყვანეს მძიმე მდგომარეობაში, ერთმა მაშველმა მცირე დამწვრობა მიიღო.

“ორი დაზარალებული სხეულის 40% და 60% დამწვრობით მძიმე მდგომარეობაშია, ისინი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებიან. მესამეს დამწვრობა აქვს ხელებზე – მას ამბულატორიულ მკურნალობაზე გადაიყვანენ”, – განუცხადეს რია ნოვოსტისს საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

ხანძრის ჩაქრობას ართულებდა ძლიერი ქარი. ხანძარი მომიჯნავე ჰოსტელის შენობას მოედო და სამშაბათს დილისთვის იგი ჩააქრეს.

ხანძრის ძირითადი კერის ლოკალიზაცია მხოლოდ ათი საათის შემდეგ გახდა შესაძლებელი, მაგრამ ხანძართან ბრძოლა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ჩაქრობისას იყენებდნენ სამხედრო ავიაციას.

“ნევის მანუფაქტურა” – მატყლის პროდუქტების მწარმოებელი ქარხანაა, რომელიც 1841 წელს დააარსა ინგლისელმა ვაჭარმა ჯეიმს ტორნტონმა. ამ ქარხნების შენობები რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეტანილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...