პესკოვი: თუ საქართველო ნატო-სთან ასოცირდება, საფრთხე საქართველოს ტერიტორიიდან ამოქმედდება

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, ექსკლუზიურად “კურიერთან” საუბრისას დაადასტურა, რომ მოსკოვისთვის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება მიუღებელია. დიმიტრი პესკოვის განმარტებით, ნატო-ს ბლოკი კონფრონტაციისთვის შეიქმნა და ის რუსეთისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს.

ჟურნალისტი დაინტერესდა, რა პოზიცია აქვს მოსკოვს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილის თაობაზე.

“რუსეთი თავისთავად იღებს ნებისმიერ, აუცილებელ ზომებს, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. უკვე არა ერთი ათეული წლის განმავლობაში, ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა მოძრაობს ჩვენი საზღვრებისკენ. ეს ჩვენ პირდაპირ გვემუქრება. ეს მუქარაა, იმიტომ რომ ნატოს ბლოკი, ეს არის ბლოკი, რომელიც კონფრონტაციისთვის შეიქმნა. ეს არ არის ბლოკი, რომელიც მშვიდობისთვის არსებობს და შესაბამისად, თუკი საქართველო, დავუშვათ, ასოცირდება ბლოკთან, რომელიც შექმნილია ჩვენს ქვეყანასთან კონფრონტაციისთვის, მაშინ საფრთხე იწყებს მოქმედებას საქართველოს ტერიტორიიდან. ამიტომაც, როგორც ნებისმიერ ქვეყანა, რუსეთი აკეთებს ყველაფერს, რათა უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება. ამაში არაფერია აგრესიული”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად