პესკოვი: ნატო-ს ბლოკი კონფრონტაციისთვის შეიქმნა და მისი სამხედრო ინფრასტრუქტურა პირდაპირ გვემუქრება

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, ექსკლუზიურად “კურიერთან” საუბრისას განაცხადა, რომ ნატო-ს ბლოკი კონფრონტაციისთვის შეიქმნა და მისი სამხედრო ინფრასტრუქტურა რუსეთს პირდაპირ საფრთხეს უქმნის.

“რუსეთი თავისთავად იღებს ნებისმიერ, აუცილებელ ზომებს, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. უკვე არა ერთი ათეული წლის განმავლობაში, ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა მოძრაობს ჩვენი საზღვრებისკენ. ეს ჩვენ პირდაპირ გვემუქრება. ეს მუქარაა, იმიტომ რომ ნატოს ბლოკი, ეს არის ბლოკი, რომელიც კონფრონტაციისთვის შეიქმნა. ეს არ არის ბლოკი, რომელიც მშვიდობისთვის არსებობს და შესაბამისად, თუკი საქართველო, დავუშვათ, ასოცირდება ბლოკთან, რომელიც შექმნილია ჩვენს ქვეყანასთან კონფრონტაციისთვის, მაშინ საფრთხე იწყებს მოქმედებას საქართველოს ტერიტორიიდან. ამიტომაც, როგორც ნებისმიერ ქვეყანა, რუსეთი აკეთებს ყველაფერს, რათა უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება. ამაში არაფერია აგრესიული,” – აცხადებს დიმიტრი პესკოვი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად