პესკოვი: კრემლს არ სურს ბაიდენ-ტრამპის დებატებზე კომენტარის გაკეთება, რადგან ეს აშშ-ის შიდა საქმეებში ჩარევად ჩაითვლება

რუსეთის პრეზიდენტის პრესსმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლს არ სურს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებზე კომენტარის გაკეთება, რადგან ეს აღიქმება, როგორც რუსეთის ჩარევა აშშ-ის შიდა საქმეებში.

პესკოვმა ამასთან აღნიშნა ისიც, რომ მიუხედავად ამისა, გამოსაყოფია აშშ-ის ის ახალი “პოლიტიკური კულტურა”, რომელიც ბაიდენ-ტრამპის დებატებში გამოვლინდა. კერძოდ, მან ეს კომენტარი გააკეთა ჯოზეფ ბაიდენის მიერ ტრამპისადმი მიმართულ სიტყვაზე, რომლის მიხედვითაც მან ის “პუტინის ლეკვად” მოიხსენია.

”და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაფიქსირებთ პოლიტიკური კულტურის, საარჩევნო კულტურის ახალ გამოვლინებებს შეერთებულ შტატებში. მაგრამ ამაზე კომენტარის გაკეთება არ გვინდა, არ გვინდა შეფასების გაკეთება, რადგან ეს მაშინვე აღიქმება, როგორც ჩარევის ერთგვარი მცდელობა”, – აღნიშნა კრემლის სპიკერმა და დასძინა, რომ რუსეთი ” არასოდეს ერევა, არ ერევა და არც აპირებს შეერთებული შტატების შიდა საქმეებში ჩარევას“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად