პესკოვი, კობზონის დასაფლავებაზე ვლადიმერ პუტინის დასწრებას არ გამორიცხავს

რუსეთის პრეზიდენტის ორესმდივანმა დმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა ვლადიმერ პუტინის შესაძლო დასწრების შესახებ მომღერალ იოსიფ კობზონის დასაფლავებაზე.

პესკოვი აცხადებს, რომ ვერ გამორიცხავს, პუტინის ვიზიტს კობზონის დასაფლავებაზე.

იოსიფ კობზონი მოსკოვში, 30 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2005 წლიდან კობზონი ონკოლოგიურ დაავადებას ებრძოდა. ბოლოს იგი საავადმყოფოში 26 ივლისს გადაიყვანეს. 7 აგვისტოს იგი გამოწერეს საავადმყოფოდან და ამბულატორული მკურნალობა დაუნიშნეს.

კობზონს 2 სექტემბერს, მოსკოვში, ვოსტრიაკოვსკის სახელობის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...