პესკოვი აცხადებს, რომ აშშ სანქციების გარეშე ვერ ძლებს

აშშ-ს რომ არ შეუძლია სანქციების გარეშე, ეს კარგად არის ცნობილი, თქვა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა და კომენტარი გააკეთა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს სიტყვებზე რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო ზომების მიღების თაობაზე ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით.

”რაც შეეხება აშშ-ს სანქციებზე დამოკიდებულებას, ძნელია ამას სხვაგვარად უწოდო, ეს ყველასთვის ცნობილია, მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის”, – თქვა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, მას ძალიან ეჭვი ეპარება, რომ ვინმესთვის მისაღები იყოს მსგავსი ქმედებები.

წინა დღეს პომპეომ განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, ამერიკის ხელისუფლება იმოქმედებს მოსკოვის წინააღმდეგ რუსეთის ოპოზიციური ლიდერის ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო. მან ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები კოალიციის შექმნაზე მუშაობს, რათა Nord Stream 2-ის მშენებლობა არ დასრულდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად