პერუში, აფეთქების შესაძლო საფრთხის გამო, სამგზავრო თვითმფრინავმა საგანგებო დაშვება განახორციელა (ვიდეო)

Latam Airlines- ის თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 118 მგზავრი იმყოფებოდა, ქალაქ პისკოს აეროპორტში საგანგებო დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც ბორტზე შესაძლო აფეთქების საფრთხის შესახებ შეატყობინეს,-ინფორმაციას პერუს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავი პარასკევს, 24 იანვარს, ადგილობრივი დროით 15:50 საათზე უსაფრთხოდ დაეშვა. მგზავრები აეროპორტის უკანა მხარესგადაიყვანეს, ისინი უსაფრთხოდ არიან.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, საგანგებო დაშვების შესახებ გადაწყვეტილება თვითმფრინავის მეთაურმა ინსტრუქციის შესაბამისად მიიღო.

პორტალ Peru21- ის ცნობით, პისკოს აეროპორტი დროებით დაკეტილია და ფრენები შეჩერებულია მანამ, სანამ სპეციალისტები თვითმფრინავში ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად