პერუს რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში მიხეილ ჭკუასელი გახდა

ჩაის ქართული ბრედის „გურიელის“ დირექტორი და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემა “ბიზნესპარტნიორის” თანაწამყვანიმიხელ ჭკუასელი პერუს რესპუბლიკის საპატიო კონსული გახდა. საკონსულო ოლქი, რომლის ფარგლებშიც ის დაკისრებულ ფუნქციებს შეასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავს.

მიხეილ ჭკუასელის უფლებამოსილება 2020 წლის 15 სექტემბერს დაადასტურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

2020 წლის 16 სექტემბერს UNWTO-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, რომელიც თბილისში სასტუმრო „ბილთმორში“ ჩატარდა, სწორედ მიხეილ ჭკუასელი წარმოადგენდა პერუს რესპუბლიკას.

პერუ ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამებისა და ბიუჯეტის კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანაა და აქტიურ როლს თამაშობს ორგანიზაციის საქმიანობაში.

უახლოეს დღეებში „ბიზნესპარტნიორი“ წარმოგიდგენთ ვრცელ ინტერვიუს მიხეილ ჭკუასელთან, რომელიც პერუსა და საქართველოს კულტურული, საგანამნათლებლო, სავაჭრო-ეკონომიკური, მათ შორის ტურისტული ურთიერთობებს გაღრმავებას და განვითარებას შეეხება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად