პერუს დედაქალაქსა და ცხრა რეგიონში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დაწესდა

პერუს ხელისუფლებამ გადაწყვიტა დააბრუნოს მკაცრი საკარანტინო რეჟიმი, რაც გულისხმობს ქვეყნის დედაქალაქსა და ცხრა რეგიონში მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების აკრძალვა კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ამის შესახებ რესპუბლიკის პრეზიდენტმა განაცხადა.

“კარანტინი წესდება ლიმაში, ასევე ანკაში, აპურიმაკში, იკშია, კალაოში, პასკოში, ჰუანკაველიკაში, ჰუანუკოში და ხუნინში.” – განაცხადა მან. შემაკავებელი ზომები იმოქმედებს 31 იანვრიდან 14 თებერვლამდე.

ბოლო მონაცემებით, პერუში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,102,795 ადამიანს მიაღწია, ხოლო გარდაცვლილია 39 887 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...