პერსონალურ მონაცემეთა დაცვის ინსპექტორის აპარატი: ვნახეთ კადრები და დავინტერესდებით

პერსონალურ მონაცემეთა დაცვის ინსპექტორის აპარატი უკრაინული საინფორმაციო პორტალის tube.ua-ს მიერ გავრცელებული კადრებით დაინტერესდება.

"ვნახეთ გავრცელებული კადრები და დავინტერესდებით. მეტის თქმა ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, არ შეგვიძლია", – ამის შესახებ "აიპრესს" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში განცუხადეს.

საინფორმაციო პორტალმა tube.ua სათაურით, "როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით" ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცზე სექსუალური ძალადობის ფაქტია ასახული. აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ვიდეო რამდენიმე საათის შემდეგ გვერდიდან წაშალეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად