პერესი ტურინშია – ევროპის სუპერ ლიგის ჩამოყალიბებაზე მოლაპარაკებები გრძელდება

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ტურინში ჩაფრინდა და “იუვენტუსის” პრეზიდენტს ანდრეა ანიელისთან შეხვედრას საფეხბურთო საკითხებზე გამართავს. ანიელი ამავე დროს არის ევროპის კლუბების ასოციაციის თავმჯდომარე.

Marca-ს ინფორმაციით, მოლაპარაკებები მთავარი თემა კი ევროპის სუპერ ლიგის ჩამოყალიბებაა.

პერესი ამ ტურნირის მთავარი ინიციატორია, მას ინგლისის, ესპანეთის, იტალიის, გერმანიისა და საფრანგეთის სხვადასხვა კლუბებიც სერიოზულად განიხილავენ. ამერიკულ ბანკ JP Morgan-ის სახით, მოძებნილია მსხვილი ფინანსური პარტნიორიც. კომპანია მზადაა, საწყის ეტაპზე 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია გაიღოს.

ტურნირის პირველადი იდეით მასში მონაწილეობას ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის წამყვანი კლუბები მიიღებენ, რამაც კრიტიკაც დაიმსახურა. ლუიშ ფიგუ და ანდრეი შევჩენკო თვლიან, რომ ეს კიდევ უფრო წარმოაჩენს დიდ საფეხბურთო და პატარა საფეხბურთო ქვეყნებს შორის სხვაობას. მათი აზრით, ეს მონოპოლიზაციისკენ იქნება მიმართული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად