პენტაგონსა და რუს სამხედროებს შორის პირდაპირი კავშირები აღსდგა

პენტაგონის მეთაურმა ეშტონ კარტერმა რუსეთთან პირდაპირი სატელეფონო კავშირის აღდგენის ბრძანება გასცა. როგორც ამერიკის სამხედრო უწყების პრეს-მდივანმა, პიტერ კუკმა განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია პუტინისა და ობამას შეთანხმებასთან სირიის საკითხზე, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა.

კუკის განცხადებით, პირდაპირი კავშირის აღდგენა რუს სამხედროებან აუცილებელია ანტიტერორისტული კოალიციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

პენტაგონში არ გამორიცხავენ, რომ ერაყის ტერიტორიაზე „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად რუსეთთან კონსულტაციები გახდეს საჭირო. როგორც rbc.ru წერს, რუსეთის სამხედრო უწყებასთან განახლებული კონტაქტების მიუხედავად, პენტაგონი არ აპირებს უარი თქვას ბაშარ ასადის მოწინააღმდეგე დაჯგუფებების სამხედრო უზრუნველყოფაზე.

კომენტარები
იტვირთება...