პენტაგონმა ექსტრემისტების მხრიდან აშშ-ის სამხედრო პერსონალის გადაბირების მცდელობებზე მოხსენება გამოაქვეყნა

პენტაგონმა გამოაქვეყნა მოხსენება აშშ-ის სამხედრო ძალებში რასობრივი უპირატესობის მიმდევრების არსებობისა და ექსტრემისტების მხრიდან კიდევ უფრო მეტი სამხედრო პერსონალის გადაბირების მცდელობებზე. იუწყება CNN.

”ამჟამინდელ და ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს საბრძოლო და ტაქტიკური გამოცდილება აქვთ, მათი ცოდნა ტექნიკური იარაღის შესახებ შეიძლება საჭირო იყოს [ექსტრემისტული ჯგუფებისთვის]”, – ნათქვამია დოკუმენტში. CNN აღნიშნავს, რომ გამოძიება გამოიწვია აშშ-ის კონგრესში 6 იანვარს მომხდარმა არეულობამ, როდესაც ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. დაკავებულებს შორის იყვნენ ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები.

თავდაცვის სამინისტრომ ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა ამოიცნონ ექსტრემალური მემარჯვენე იდეების მიმდევრები ტატუებით, ტანსაცმლითა და სიმბოლოებით. გარდა ამისა, დეპარტამენტმა მოითხოვა, რომ ახალწვეულთა გადამოწმებისას გამოიყენონ სპეციალური სამსახურების – მაგალითად, FBI–ის დანაყოფების დახმარება.

აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დაწყებამდე, ფედერალურმა ბიურომ შეამოწმა ეროვნული გვარდიის 25 ათასი მებრძოლი, რომლებიც ღონისძიების დროს ვაშინგტონის დაცვას აპირებდნენ. შემოწმება გამოწვეული იყო ხელისუფლების შიშით, რომ ზოგიერთ იმ პირს, რომელსაც ამერიკის დედაქალაქის დაცვა ევალებოდა, შეიძლება საფრთხე შეექმნა მომავალ პრეზიდენტისა და ღონისძიების სხვა მაღალჩინოსნებისათვის.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...