პენტაგონმა ათასი ამერიკელი ჯარისკაცის სირიიდან ერაყში გადასროლის შესახებ განაცხადა

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სრულად დაცულია, – ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა მარჯ ესპერმა განაცხადა.

„ჩვენ თვალს ვადევნებთ ფრონტის ხაზის სტაბილიზაციას, აგრეთვე შეტყობინებებს ვიღებთ პერიოდული სროლის შესახებ, რაც დიდად არ მაოგნებს“, – განაცხადა ესპერმა.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა აგრეთვე განაცხადა, რომ გრძელდება ამერიკელი სამხედროების გამოყვანის პროცესი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილიდან. ესპერის თქმით, დაახლოებით ათასი ჯარისკაცი იქნება გადასროლილი ერაყის დასავლეთ ნაწილში, რათა ებრძოლონ ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“.

9 ოქტომბერს, ანკარამ, სირიის ჩრდილო-აღმოსვლეთ ნაწილში დაიწყო სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, ოპერაცია მიმართულია ქურთი „სახალხო დაცვის ერთეულებისა“ და „სირიის დემოკრატიული ძალების“ წინააღმდეგ, რასაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს.

17 ოქტომბერს, აშშ და თურქეთი 120 საათით ანკარას სამხედრო ოპერაციის შეჩერებაზე შეთანხმდნენ. ამ დროის განმავლობაში, ქურთულმა ფორმირებებმა საზღვრიდან 30 კილომეტრის დაშორებით უნდა დაიხიონ, რის შემდეგაც თურქეთი შევა ამ ტერიტორიაზე და იქ უსაფრთხო ზონას შექმნის. მომდევნო დღეს კი კვლავ გავრცელდა ინფორმაცია სროლების გაგრძელების შესახებ. გავრცელებული ინფორმაცია კი რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა უარყო და დეზინფორმაცია უწოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად