პენტაგონის ხელმძღვანელობის კანდიდატი: დროა, რომ გუანტანამოს ციხე დაიხუროს

დროა, რომ დაიხუროს ამერიკის სპეციალური ციხე გუანტანამოში (კუბა), – ეს მოსაზრება გამოხატა პენტაგონის უფროსის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა, ყოფილმა გენერალმა ლოიდ ოსტინმა.

“მივიჩნევ, რომ დროა, გუანტანამოს ციხემ უნდა დაკეტოს თავისი კარი”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ თუ სენატი დაამტკიცებს მის კანდიდატურას, იგი აპირებს შეიმუშაოს შემდგომი მოქმედების გეგმა იქ დარჩენილი 40 ადამიანის მიმართ.

ყოფილმა გენერალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პენტაგონმა მათ უნდა გაუწიოს “იურიდიული დახმარება და ჰუმანური მოპყრობა”. მისი თქმით, აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია “არ აპირებს ციხეში ახალი ადამიანების გაგზავნას და მის დახურვას შეეცდება”. ოსტინი ირწმუნება, რომ აშშ-ის სამხედროები “ადეკვატურ და ჰუმანურ მზრუნველობას უწევენ” გუანტანამოში მყოფებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად