პენტაგონის ხელმძღვანელი: რუსეთის მხრიდან აგრესიის ფონზე, აშშ მზად არის, რომ გააძლიეროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა თავის ქართველ კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძესთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზად არის გააძლიეროს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობები “რუსეთის მხრიდან აგრესიის ფონზე”. ამის შესახებ ნათქვამია პენტაგონის პრესსამსახურის მიერ ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

ამ განცხადების თანახმად, ოსტინმა “კიდევ ერთხელ დაადასტურა პენტაგონის მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში – რუსეთის აგრესიისა და მტრული გავლენის პირობებში”.

თავის მხრივ, ამერიკული მხარის თანახმად, ბურჭულაძემ ”მადლობა გადაუხადა აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოში სამხედრო მოდერნიზაციისა და რეფორმების განხორციელებისკენ მიმართული ძალისხმევისთვის და ასევე ხაზი გაუსვა იმ საფრთხეს, რომელსაც რუსეთი საქართველოს უქმნის”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...