პენტაგონის ხელმძღვანელი: რუსეთი აშშ-ს უსაფრთხოებისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს

რუსეთი აშშ-ს უსაფრთხოებისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს პერსპექტივაში რუსეთის მოქმედებები ვაშინგტონისთვის საშიშია, რადგან მოსკოვს სურს “ცალმხრივად შეცვალოს სახელმწიფო საზღვრები”.

პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს. მისი შეფასებით, პეკინი მთელს მსოფლიოში ეკონომიკური გავლენის მოპოვებას და სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას გეგმავს.

”სანამ აშშ-ს ძალები ორიენტირებული იყვნენ შუა აღმოსავლეთში მიმდინარე ოპერაციებზე, ჩვენი სტრატეგიული მეტოქეები აქტიურად ახდენდნენ ჯარის მოდერნიზაციას, საკუთარი ძალების შექმნას და გავლენის გაფართოებას”, – განაცხადა ესპერმა.

6 სექტემბერს მარკ ესპერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთთან და ჩინეთთან ბრძოლას გააგრძელებს. მან საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, აღნიშნული ქვეყნების მიმართ პოლიტიკას გადახედოს. იგი ორივე ქვეყანას საერთაშორისო წესრიგის უგულებელყოფაში ადანაშაულებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად