პენტაგონის ხელმძღვანელი: ჩინეთი აშშ-სთვის მთავარი საფრთხეა

პენტაგონის ხელმძღვანელმა მარკ ესპერმა Fox News– სთან ინტერვიუში უპასუხა კითხვას, რომელი ქვეყანაა უფრო საშიში აშშ-ისთვის – ჩინეთი თუ რუსეთი.

”ვფიქრობ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩინეთი ყველაზე დიდი პრობლემაა, მათი ეკონომიკური შესაძლებლობების, პოლიტიკური წონისა და ამბიციის გათვალისწინებით. მათ ჩვენი დოქტრინა შეისწავლეს”,- განაცხადა მარკ ესპერმა.

ამასთან, მან კომენტარი არხანგელსკის რეგიონში სამხედრო მომზადების ადგილზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გააკეთა. პენტაგონის ხელმძღვანელმა მომხდარი იმით ახსნა, რომ რუსეთმა “მისი სტრატეგიული ბირთვული არსენალი გააფართოვა”. ესპერის თქმით, მოსკოვს “სავარაუდოდ” საკრუიზო რაკეტები აქვს.

ივლისის ბოლოს, აშშ-ს სამხედრო დაზვერვის უფროსმა რობერტ ეშლიმ ასევე რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მომდინარე შესაძლო საფრთხე შეაფასა. მისი შეხედულება მარკ ესპერის პოზიციას ემთხვევა, რომ ჩინეთი, როგორც ეკონომიკის ლიდერი, გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო საშიშია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...