პენტაგონის დროებითი მეთაურის მოვალეობას აშშ-ის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე შეასრულებს

აშშ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დევიდ ნორკუისტი ოთხშაბათიდან დროებით შეასრულებს პენტაგონის მეთაურის ვალდებულებას დემოკრატ ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციაში.

“თავდაცვის მინისტრის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი დევიდ ნორკუისტი იქნება”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ვაშინგტონში შუადღისას უნდა ჩატარდეს.

გასულ კვირას Defense News იტყობინებოდა, რომ ნორკუისტი დროებით უხელმძღვანელობდა პენტაგონს, სანამ აშშ-ს კონგრესი გენერალ ლოიდ ოსტინს თავდაცვის მინისტრად დაამტკიცებდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...