პენტაგონი: რუსეთთან საომრად მზად არ ვართ

ერაყისა და ავღანეთის მომქანცველი საომარი კამპანიების შემდეგ, რუსეთთან  ფარტომასშტაბიანი ომის საწარმოებლად ამერიკას საკმარისი რესურსი აღარ აქვს, – წერს The Daily Beast. 

„ალბათობა იმის რომ რუსეთს დავამარცხებთ არსებობს, თუმცა ამისათვის თითქმის მთლიანი რესურსის დახარჯვა მოგვიწევს. ჩვენ არ ვართ ომისათვის ისე მომზადებული, როგორც სასურველია რომ ვიყოთ“, – განუცხადა The Daily Beast–ს პენტაგონის წარმომადგენელმა.

როგორც პენტაგონში აცხადებენ, ავღანეთისა და ერაყის ორმა ომმა ამერიკის სამხედრო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გამოფიტა იმისათვის რომ რუსეთთან  ხანგრძლივ სამხედრო დაპირისპირებას  გაუძლოს. "ისეთ მოწინაღმდეგესთან როგორიც რუსეთია, ჩვენ ვერ გვექნება ისეთი უპირატესობა ჰაერში როგორიც ავღანეთსა და ერაში გვქონდა, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა", – განუცხადეს The Daily Beast–ს პენტაგონში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად