პენტაგონი: რუსეთი საფრთხეს უქმნის NATO-ს ყველა მოკავშირეს, მაგრამ ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან თანამშრომლობას ელის

რუსეთი საფრთხეს უქმნის ნატოს ყველა მოკავშირეს, მაგრამ ამავე დროს ვაშინგტონი ელოდება მოსკოვთან თანამშრომლობას იქ, სადაც ურთიერთ ინტერესი არსებობს. ამის შესახებ სამშაბათს, პრესკონფერენციაზე აშშ-ის მაღალჩინოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ს წარმომადგენლები აპირებენ განიხილონ რუსეთის თემა ალიანსის თავდაცვის მინისტრების ვიდეოკონფერენციაზე, რომელშიც პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი მიიღებს მონაწილეობას. ”თავდაცვის მინისტრების შეხვედრის პირველი სესია ფოკუსირდება ალიანსზე, შეკავებისა და თავდაცვისუნარიანობაზე და ვფიქრობ, რომ ეს განუყოფლად უკავშირდება იმას, თუ როგორ აღვიქვამთ რუსეთს” , – განმარტა მან.

”აშკარაა, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის ნატოს ყველა მოკავშირეს, მათ შორის შეერთებულ შტატებს”, – აცხადებს პენტაგონის პრესსამსახური.

მისი თქმით, შეერთებულმა შტატები “არაერთხელ შეესწრო მაგალითებს იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს რუსეთი შეარყიოს უსაფრთხოება და სტაბილურობა”.

ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ვაშინგტონი გეგმავს თანამშრომლობას მოსკოვთან ორმხრივი ინტერესის სფეროებში. “ამ ადმინისტრაციამ უკვე განმარტა, რომ ჩვენ ვითანამშრომლებთ რუსეთთან ჩვენივე ინტერესების გასაზრდელად და ამავე დროს ის პასუხს აგებს თავისი უგუნური და აგრესიული ქმედებებისთვის. ასე რომ, ჩვენ ველოდებით ამის განხილვას ჩვენს მოკავშირეებთან ამ კვირაში”, – თქვა პენტაგონის წარმომადგენელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...