პენტაგონი: რუსეთი და ჩინეთი მთელს აფრიკაში გავლენას აფართოებენ

რუსეთი და ჩინეთი მთელს აფრიკაში გავლენას აფართოებენ. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენლებმა ამერიკელი კონგრესმენები გააფრთხილეს. ინფორმაციას The Intercept ავრცელებს.

აშშ-ს შეიარაღებული ძალების აფრიკის სარდლობის ახლანდელმა და ყოფილმა ლიდერებმა, სტივენ ტაუნდსენდმა და თომას ვალდჰაუზერმა განმარტეს, რომ მოსკოვი და პეკინი აფრიკის კონტინენტზე მინიმუმ ათ ქვეყანასთან ეკონომიკურ, დიპლომატიურ და კულტურულ კავშირებს აქტიურად აშენებენ.

მათ შორის, მათ აღნიშნეს ვაჭრობის ფეთქებადი ზრდა, ბირთვული ენერგიის, ნავთობისა და გაზის სექტორში პროექტების განხორციელება, აგრეთვე იარაღის ვაჭრობის მზარდი ბაზარი.

მათ განსაკუთრებული ყურადღება აფრიკის 15 ქვეყანაში რუსული კერძო სამხედრო კომპანიების საქმიანობაზე გაამახვილეს.

გენერლები ურჩევდნენ კანონმდებლებს, ასევე გააფართოვონ თანამშრომლობა აფრიკასთან, რათა რუსეთსა და ჩინეთს  კონტინენტის პორტებზე, ბაზებსა თუ საჰაერო სივრცეში სრული წვდომის შესაძლებლობა ჩამოერთვათ. როგორც პენტაგონში აცხადებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეერთებული შტატების მოქმედების თავისუფლება აფრიკასა და მის გარშემო, საფრთხის წინაშე  აღმოჩნდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...