პენტაგონი: NATO-მ უნდა შეინარჩუნოს თავდაცვის ხარჯები, რათა დაძლიოს რუსეთისგან გამოწვეული საფრთხეები

პენტაგონის ხელმძღვანელმა ლლოიდ ოსტინმა ნატოს თავდაცვის მინისტრების ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიანსის ქვეყნებს თავდაცვის ხარჯების შენარჩუნება სჭირდებათ, რუსეთისგან წამოსული გამოწვევების დასაძლევად. ამის შესახებ ოთხშაბათს, აშშ-ის სამხედრო დეპარტამენტის პრესსამსახურმა განაცხადა.

”მან ჩამოთვალა ალიანსის წინაშე მდგომი მთელი რიგი საფრთხეები და გამოწვევები , მათ შორის რუსეთის დესტაბილური ქცევა, ჩინეთის ძალაუფლება, ტერორიზმი და გლობალური გამოწვევები, როგორიცაა კორონავირუსი და კლიმატის ცვლილებები”, – ნათქვამია დოკუმენტში.

”მინისტრმა ოსტინმა აღნიშნა, რომ თავდაცვის ხარჯები აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ძალები და აქტივები რუსეთისა და ნატოს წინაშე მდგარი სხვა გამოწვევებისადმი რეაგირების მოსახდენად მზად იყვნენ”, – თქვა პრესსამსახურმა.

ნატოს თავდაცვის მინისტრების ვიდეოკონფერენცია ხორციელდება ოთხშაბათსა და ხუთშაბათს კერძო კომუნიკაციის საშუალებით. დღის წესრიგში სამი მთავარი თემაა. პირველი, უნდა შესრულდეს თუ არა აშშ-ის შეთანხმება თალიბებთან, 1-ელ მაისამდე ავღანეთიდან ყველა უცხოური ჯარის გაყვანის შესახებ. მეორე, “ნატო -2030” პროგრამის განხილვა და ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციის შემუშავების დასაწყისი, სადაც რუსეთი და ჩინეთი პირველად გამოცხადდებიან “ნატოს” მთავარ ოპონენტებად. მესამე, განხილვა ალიანსის ქვეყნების მიერ სამხედრო ხარჯების შემდგომი ზრდისა და ახალი იარაღის შესყიდვების გაფართოების შესახებ, რასაც აშშ მოითხოვს მოკავშირეებისგან, კორონავირუსული პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური შოკის მიუხედავად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...