პენტაგონი: ირანი შუა აღმოსავლეთში დესტაბილიზაციის მთავარ ფაქტორს წარმოადგენს

ირანი არასტაბილურობის მთავარი წყაროა შუა აღმოსავლეთში, – ეს განცხადება ორშაბათს გააკეთა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალმა ფრენკ მაკენზიმ.

“არასტაბილურობის მამოძრავებელი ძალა-ეს ირანის ქმედებებია. 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ირანის რეჟიმმა დააფინანსა და აქტიურად დაუჭირა მხარი ტერორიზმსა და ტერორისტულ ორგანიზაციებს, უგულებელყო საერთაშორისო ნორმები. ირანის მავნე მოქმედებები დესტაბილიზაციას ახდენენ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურ უსაფრთხოებასა და ვაჭრობაში”, – თქვა მაკკენზიმ.

”ირანი ერაყში არასტაბილურობის მთავარი წყაროა….. ირანის მოქმედებები ასევე ხელს უწყობს არასტაბილურობას სირიასა და იემენში”, – განაცხადა მან.

”მე მჯერა, რომ რეგიონში ჩვენმა თავდაცვითმა ყოფნამ სადავო შეკავების პერიოდამდე მიგვიყვანა <…>. ეს ყოფნა გარკვეულ და ერთმნიშვნელოვან სიგნალებს გვიგზავნის ჩვენი შესაძლებლობებისა და ვალდებულებების შესახებ, რათა დავიცვათ პარტნიორები და აშშ-ის ეროვნული ინტერესები”, – დასძინა ამერიკელმა გენერალმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...