პენტაგონი: აშშ-ს უახლესი 10 წლის განმავლობაში ორი ბირთვული კონკურენტი ეყოლება, რუსეთი და ჩინეთი

თავის ისტორიაში პირველად შეერთებულ შტატებს უახლესი 10 წლის განმავლობაში ორი ბირთვული კონკურენტი ეყოლება, რუსეთი და ჩინეთი. ამის შესახებ აშშ-ს შეიარაღებული ძალების სტრატეგიული სარდლობის (STRATCOM) ხელმძღვანელმა, ადმირალ ჩარლზ რიჩარდმა განაცხადა, ვიდეოკონფერენციაზე, რომელიც აშშ-ს საჰაერო ძალების ასოციაციამ მიტჩელის ინსტიტუტში გამართა. მის სიტყვებს ციტირებს პენტაგონის პრესსამსახური.

ჩინეთი ბირთვული ტრიადის ბოლო ეტაპზეა, თქვა რიჩარდმა. ”ჩინეთი მიზნად ისახავს ჩვენი სტრატეგიული კონკურენტი გახდეს ათწლეულის ბოლოს”, – თქვა რიჩარდმა და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატების მეორე კონკურენტია რუსეთი.

ამერიკელი ადმირალის თქმით, ჩინეთმა აჯობა შეერთებულ შტატებს ზოგადი სამხედრო პოტენციალის გაფართოების სიჩქარით, ახალი საკონტროლო და გამაფრთხილებელი სისტემების შემუშავებით, აგრეთვე საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

გარდა ამისა, რუსეთზე საუბრისას, რიჩარდმა აღნიშნა, რომ გასული 15 წლის განმავლობაში მოსკოვი ახორციელებს სამხედრო შეიარაღების სისტემების მოდერნიზაციას და წვრთნების ეფექტურობის გაუმჯობესებაზე მუშაობს. ადმირალის თქმით, რუსეთმა მიზნების 70%-ს მიაღწია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად