პენტაგონი: აშშ ყურადღებით აკვირდება აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ ვითარებას და რუსეთს მეტი გამჭვირვალობისაკენ მოუწოდებს

შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ ვითარებას და შეისწავლის უკრაინული მხარის განცხადებებს იმის შესახებ, თუ რა ხდება იქ, – ამის შესახებ ხუთშაბათს, პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

”ჩვენ ვგმობთ ბოლოდროინდელ ესკალაციას აღმოსავლეთ უკრაინაში. ამან ცოტა ხნის წინ ოთხი უკრაინელი სამხედრო შეიწირა. …> ჩვენ ძალიან ყურადღებიანი ვართ. ჩვენ ამას ვაკვირდებით და რა თქმა უნდა, ვთხოვთ რუსეთს, რომ იყოს უფრო გამჭვირვალე”, – განაცხადა მან.

კირბიმ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ შეერთებული შტატები მომხდარის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას სწავლობს, მაგრამ არ უარყო, რომ აშშ ამ საკითხში საკუთარ დაზვერვას უფრო დაეყრდნობა.

შეგახსენებთ, რომ დონბასში ვითარება დაიძაბა 26 მარტს, როდესაც სოფელ შუმის მიდამოებში მოკლეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ოთხი სამხედრო. კიევმა კი ამაში დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მილიცია დაადანაშაულა. თავის მხრივ დონეცკმა ეს დანაშაული უარყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...