პენსიონერი, რომელიც კორონაშეზღუდვების დროს სახლიდან გასასეირნებლად გამოვიდა, ხეზე მიაბეს

ამის შესახებ ინფორმაციას dailymail. co. uk ავრცელებს.

სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეო, რომელზედაც, როგორც ამბობენ, ასახულია ჩინეთში, პეკინს სამხრეთ-დასავლეთი მხრიდან მიმდებარე ჰებეის პროვინციის დედაქალაქ შიძიაჯუანში მომხდარი შემთხვევა, – წერს dailymail. co. uk.

11 მილიონიან შიძიაჯუანში დაწესებული საკარანტინო შეზღუდვების მიუხედავად პენსიონერი კაცი სახლიდან გასასეირნებლად გამოვიდა. იგი საკარანტინო წესების დაცვაზე მეთვალყურეებმა შენიშნეს და „საჯარო სამარცხვინო საქციელის” ჩადენის გამო ხეზე მიაბეს.

შიძიაჯუანის გაოჩენის რაიონის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ადგილობრივ რეპორტიორებთან საუბარში ვიდეოს სინამდვილე დააადასტურა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად