პენსიონერი: ივანიშვილმა სხვაგან ნაშოვნი ფული მოიტანა და აქ აშენებს, ამათმა კი იქით წაიღეს…

თბილისში, დიდი დიღომში, საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება”-ს თავმჯდომარის, დეპუტატ მამუკა მდინარაძის ბიუროს ოფისთან განაცხადა. სადაც “ევროპული საქართველოს” ლიდერები მხარდაჭერებთან ერთად, ბიუროს ოფისის დაბოქლომება სცადეს.

“არცერთი პარტიის წევრი არ ვარ, მაგრამ მე ჩემი გაგება მაქვს. ივანიშვილზე რომ ლაპარაკობენ, არც მამაჩემი, არც ბიძაჩემი და არც არავინ, მოდით და ჩემი სახლი ნახეთ, სხვაგან ნაშოვნი ფული მოიტანა და აქ აშენებს. აქ ვინც იყო, იქით წაიღეს ფულები და ბინები აიშენებს, რა მოგვცეს ჩვენ?!

ახლა რა გონიათ მაგათ. ვიღაცა მოვდა ფულებს ჯიბეში ჩაუდებს?! ვინ არიან ესენი? 200 ლარი მაქვს პენსია, მეტი არაფერი მაქვს, მაგრამ სიმართლე ხომ უნდა ითქვას? 31 წელია აქ ვარ და ასეთი გალამაზებული, ყველგან გაშენდა სკვერები, აკეთებენ, რასაც მე ვხედავ, ამას დანახვა არ უნდა?

ერთი რამე მინდა ვთქვა, აუცილებლად უნდა მოუმატონ პენიონერებს, 500 ლარზე ნაკლები არ უნდა ჰქონდეთ, იმათაც ჭამა უნდათ. სულ ვიძახდი, ნეტავი დიდი დიღომში მოვიდეს ვირარა, რომ ეს ვთქვა.

ახლა რუსთაველის გამზრი რა დღეშია? როდემდე?!”, – განაცხადა პენსინერმა ქალმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად