პენსილვანიის შტატში, საბავშვო ბაღში გაჩენილ ხანძარს 5 ბავშვი ემსხვერპლა

ამერიკის შტატ პენსილვანიის ქალაქ ერიში, საბავშვო ბარში გაჩენილ ხანძარს 5 ბავშვი ემსხვერპლა, ერთ-ერთი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას CBC ავრცელებს.

“კვირას, დილით საბავშვო ბაღში გაჩენილ ხანძარს 5 ბავშვი ემსხვერპლა”, – განაცხადა პოლიციის ლეიტენანტმა.

სახანძრო სამსახურის უფროსის, გაი სანტონის თქმით, დაღუპულები 8 თვიდან 7 წლამდე იყვნენ.

ხანძრის შედეგად ასევე ორი ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხანძრის მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. ამჟამად, პოლიცია მომხდარი ტრაგედიის ყველა გარემოებას იძიებს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...