პენიტენციური სამსახურის N5 პენიტენციურ დაწესებულებაში კოვიდვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება N5 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებითმედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. ნებისმიერისპეკულაციის თავიდან აცილების მიზნით, სამსახურიავრცელებს ინფორმაციას მოცემულ დაწესებულებაშიარსებულ კოვიდვითარებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, პენიტენციური სამსახურის მიერ გასულიწლის ბოლოს დაწყებული პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში, მიმდინარე წლის 3 იანვარს PCR ტესტირება ჩაუტარდა N5 (ქალთა) პენიტენციურდაწესებულებაში მყოფ 329 ბრალდებულ/მსჯავრდებულს, რომელთაგან 23 შემთხვევა დადასტურდა. ეს იყო .. უსიმპტომო პაციენტები და მოხდა მათი დაწესებულებისდანარჩენი კონტინგენისგან იზოლირება დაწესებულებისსაკარანტინო სივრცეში. ასევე იზოლირებულები არიან ამადამიანებთან კონტაქტში მყოფი პირები. დადასტურებული 23 შემთხვევიდან, მიმდინარე წლის 8 იანვარს ოთხ ქალ პატიმარს აღენიშნა გარკვეულისიმპტომები (ტემპერატურის მატება). ამიტომ მოხდა მათიგადაყვანა სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულკლინიკაში. აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ სისტემაშიმოქმედი სამედიცინო პროტოკოლის თანახმად, ყოველ 72 საათში ერთხელ კეთდება სწრაფი ანტიგენითტესტირება. ასე მოხდა N5 პენიტენციურდაწესებულებაშიც და 7 იანვარს ჩატარებული სწრაფიტესტირებით ყველა პატიმრის პასუხი იყო უარყოფითი. თუმცა 9 იანვარს სიმპტომები გამოუვლინდა 3 პატიმარს, რომლებიც დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებიარიან და 4 იანვრიდან იზოლაციაში იმყოფებიან. შესაბამისად, დაუყოვნებლივ მოხდა მათი გადაყვანასამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ კლინიკაში, რათა შესაბამისი სამედიცინო სერვისი მიეწოდოთ. აღსანიშნავია, რომ ყველა პაციენტის მდგომარეობა არისსტაბილური.

ამასთან, პრევენციის მიზნით ყოველ 72 საათშიდაწესებულების მთელ კონტინგენტს ჩაუტარდებასწრაფი ანტიგენის ტესტი, რათა ვირუსის არსებობისშემთხვევაში ადრეულ პერიოდში მოხდეს მისიდიაგნოსტირება და ვირუსის გავრცელების ლოკალიზება. PCR ტესტირებიდან ორი კვირის შემდეგ კიდაწესებულების ყველა პატიმარს კვლავ ჩაუტარდებაგანმეორებითი PCR ტესტირება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად