მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის გაუარესების პრევენციის მიზნით N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადავიყვანეთ, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

“ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით”, – წერია განცხადებაში.

კომენტარები
იტვირთება...